ავიაკომპანია AirAsia-ს თვითმფრინავის ნამსხვრევების ძებნას უამინდობა აფერხებს

ავიაკომპანია AirAsia-ს თვითმფრინავის ნამსხვრევების ძებნას უამინდობა აფერხებს

ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, ავიაკომპანია AirAsia-ს დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევების ძებნას უამინდობა უშლის ხელს.

"ბიბისის" ინფორმაციით, ავიაკომპანია AirAsia-ს წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს, რომ იავის ზღვაში აღმოჩენილი ნამსხვრევები მართლაც AirAsia-ს ლაინერსაა, რომელიც რადარებიდან კვირას გაქრა.

ინდონეზიის სამძებრო ოპერაციის ხელმძღვანელის, ბამბანგ სულისტიოს განცხადებით, ამ დრომდე ნაპოვნია მხოლოდ ექვსი მგზავრის ცხედარი. ინდონეზიის ხელისუფლებამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია 40 მგზავრის ცხედრის პოვნის შესახებ.

Airbus A320, რომლის ბორტზეც 162 მგზავრი იმყოფებოდა, კვირას, აფრენიდან 40 წუთში გუჩინარდა.