ევროპის მოედანზე, დღეს საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება.
დედაქალაქის მთავრობის ორგანიზებით, თბილისში სხვადასხვა კულტურული და სპორტულ-გასართობი ღონისძიება ეწყობა, მათ შორის რიყის პარკში საშობაო ბაზრობები, საბავშვო კონცერტები და პონების ვოლიერი, ასევე ჰოკეიში, ფიგურულ სრიალში, პარკურში, კალათბურთში, ბატუტსა და სპორტული ტანვარჯიში სპორტსმენები საჩვენებელ გამოსვლებს გამართავენ. წარმოდგენები აქვთ ილუზიონისტებსაც. ასევე, რიყის პარკში მისულ სტუმრებს 7 იანვრის ჩათვლით თოვლის ბაბუა და ელფები უმანსპინძლებენ.
ერეკლე II -ს ქუჩაზე ნაძვის ხეების ფესტივალი იმართება.
თბილისში საახალწლო ღონისძიებების მოწყობა 25 დეკემბრიდან დაიწყო და 7 იანვრამდე გაგრძელდება. შობას დედაქალაქში უკვე საშობაო მსვლელობა "ალილო" გაიმართება.