მთავრობასა და კოალიციაში არანაირი კრიზისი არ არსებობს

მთავრობასა და კოალიციაში არანაირი კრიზისი არ არსებობს

თუ ბატონი ბიძინა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაუბრუნდეს პოლიტიკას, ეს რა თქმა უნდა ყველასთვის ძალიან მისასალმებელი იქნება, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის, კოალიციის წარმომადგენლები, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გულდაწყვეტილი იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, კახი კალაძემ აღნიშნა, რომ მთავრობაში და კოალიციაში არანაირი კრიზისი არ არსებობს.

ვიცეპრემიერმა 27 დეკემბერს რესტორან "ბაგრატიონში" ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს იყო უმრავლესობის შეხვედრა. "მივესალმები თუ ხშირად იქნება ასეთი შეხვედრები. თავს შევიკავებ გუნდის შიგნით გაკეთებული განცხადებების ან საუბრის გარეთ გამოტანისგან. არ იქნება ლამაზი. ეს იყო წინასაახალწლო შეხვედრა, ერთმანეთს მივულოცეთ დამდეგი შობა-ახალი წელი", - აღნიშნა კახა კალაძემ.