აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო შესაგებლებს, საქართველო და რუსეთი სტრასბურგში დღეს წარადგენენ

აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო შესაგებლებს, საქართველო და რუსეთი სტრასბურგში დღეს წარადგენენ

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო შესაგებლებს სტრასბურგის სასამართლოში საქართველო და რუსეთი 31 დეკემბერს წარადგენენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინფორმაციით, ამის შემდეგ დაიწყება უკვე ზეპირი განხილვა.

"ჩვენ ვაგრძელებდით დავას სახელმწიფოებრივ სარჩელებზე სტრასბურგში. პირველი დავა რუსეთთან წარმატებით დასრულდა, მეორე დავის ფარგლებში კი, რომელიც აგვისტოს ომს ეხება, 31 დეკემბერს ორივე მხარე - საქართველო და რუსეთი წარვადგენთ ჩვენს საბოლოო შესაგებლებს და ალბათ, მომავალ წელს უკვე წარვსდგებით ზეპირ სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს წინაშე", - განაცხადა თეა წულუკიანმა მისი უწყების ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე.