ქუთაისში მამაკაცს მგელი თავს დაესხა

ქუთაისში მამაკაცს მგელი თავს დაესხა

ქუთაისში 75 წლამდე ასაკის მამაკაცი მგელმა დაკბინა. შემთხვევა გორას დასახლებაში მოხდა. მამაკაცი ტყეში იმყოფებოდა, როდესაც მას მგელი დაესხა თავს. მან მტაცებლის მოგერიება თავიდან ჯოხით შეძლო, შემდეგ კი მეზობლების დახმარებით მისი მოკვლაც მოახერხა.

დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.