მოსკოვში არასანქცირებულ მიტინგზე 132-მდე ადამიანია დაკავებული

მოსკოვში არასანქცირებულ მიტინგზე 132-მდე ადამიანია დაკავებული

მოსკოვში, მანეჟნის მოედანზე არასანქცირებული მიტინგი მიმდინარეობს, რომლის რამდენიმე ათეული მონაწილე პოლიციამ დააკავა.

"გაზეტა.რუ"-ს ცნობით, მიტინგი ოპოზიციონერ ძმებს ალექსეი და ოლეგ ნავალნებს უკავშირდება. სასამართლომ დღეს ერთ მათგანს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მეორეს - ამდენივე პირობითი პატიმრობა, რომელიც ამავდროულად შინაპატიმრობაში უნდა იყოს. თუმცა, მან შინაპატიმრობის წესი დაარღვია და მიტინგზე მივიდა, რის გამოც ის კვლავ დააკავეს.

ამავდროულად, მანეჟნის მოედანზე პოლიციამ დაპატიმრებები დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, არასანქცირებულ მიტინგზე 132-მდე ადამიანია დაკავებული.