"Air Asia"-ს ხელმძღვანელი ტონი ფერნანდესი ავიალაინერ "Airbus A320-200"-ის კატასტროფაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს . ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
"განვიცდი ყველაზე საშინელ გრძნობებს. ყველაფერს გავაკეთებთ დაღუპულთა ოჯახებისთვის და ვიზრუნებთ მათზე. მე ვარ ამ კომპანიის ლიდერი და ყოველივე მომხდარზე ვალდებული ვარ პასუხისმგებლობა ავიღო", - განაცხადა ფერნანდესმა პრესკონფერენციაზე.
ავიაკომპანია "Air Asia"-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც სურაბაიდან სინგაპურისკენ მიფრინავდა, რადარებიდან 28 დეკემბერს გაუჩინარდა. ბორტზე 128 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი იავას ზღვაში ჩავარდა, საიდანაც ცხედრების ამოყვანა ხდება.