აეროპორტის გზაზე ახალგაზრდა გოგო ცეცხლასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

აეროპორტის გზაზე ახალგაზრდა გოგო ცეცხლასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

აეროპორტის გზაზე ახალგაზრდა გოგო ცეცხლასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, თავდასხმასა და ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა გაუფრთხილებლობით მოხდა. უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.

ამასთან, "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, წყვილს, რომელიც აეროპორტის გზაზე მანქანით გადაადგილდებოდა, ორი შეიარაღებული პირი წინ გადაუდგა და მანქანის გაჩერება მოსთხოვა. თუმცა, მათ მანქანა არ გააჩერეს, რასაც სროლა მოჰყვა. დაჭრილი გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი.