სახელმწიფო პოლიტიკა პირველად არის დევნილების ინტერესებზე ორიენტირებული

სახელმწიფო პოლიტიკა პირველად არის დევნილების ინტერესებზე ორიენტირებული

ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკა პირველად არის დევნილების ინტერესებზე ორიენტირებული და არა იმაზე სახელმწიფო სად გადაწყვეტდა მათ ძალით გადასახლებას, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში დევნილების არც ერთი ძალად გამოსახლება არ დაფიქსირებულა. როგორც სუბარმა აღნიშნა, საუბარი იყო ბიუჯეტის ათვისებაზე სამინისტროების მიერ და იყო ბევრი კითხვები.

"ამ წუთის მდგომარეობით, რაც უკვე გადარიცხულია, არის 98,2%-იანი ათვისება, ხოლო რაც უკვე გადარიცხულია და გზაშია ამის ჩათვლით არის 99,7%-იანი ათვისება, ასე რომ პრაქტიკულად არ რჩება არაფერი ასათვისებელი. ბოლო ტრანში 700 00 ლარი, რაც გვქონდა დარჩენილი უკვე გზაშია", - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ხარვეზებს, სუბარის განცხადებით, როდესაც 21 წლის შემდეგ დევნილების 2/3 არის დაუკმაყოფილებელი. ბუნებრივია, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება.

"ეს არის ძალიან მტკივნეული, თუმცა რადგანაც ვერ ვახერხებთ ყველას დაკმაყოფილებას, პირველად ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოიყო ერთჯერად დახმარებაზე დევნილებისთვის საკმაოდ დიდი თანხები და მარტო წელს 15 000 ლარი არის დახარჯული. ხარვეზები, რაც მე ძალიან მაწუხებს, არის ძალიან ბევრი მშენებლობა, უფრო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც არც ერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და ამათ მიმართ ვართ ძალიან მკაცრი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.