იავას ზღვაში 40-მდე ცხედარი იპოვეს

იავას ზღვაში 40-მდე ცხედარი იპოვეს

იავას ზღვიდან AirAsia-ს დაკარგული თვითმფრინავის მგზავრების 40-მდე ცხედარი ამოიტანეს. "ბიბისის" ინფორმაციით, ინდონეზიის მხარის განცხადებით, დადასტურდა, რომ იავას ზღვაში აღმოჩენილი ნამსხვრევებიც დაკარგულ თვითმფრინავს ეკუთვნის.

ავიაკომპანია AirAsia-ს კუთვნილი Airbus A320-200 კვირას გაუჩინარდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა.