პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც პრემიერმა მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს მთავრობა უფრო ეფექტურად იმუშავებს.
„წელს ეს არის მთავრობის ბოლო სხდომა. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მუშაობისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს მეტად ეფექტიანად ვიმუშავებთ და კიდევ უფრო მეტად დავიხარჯებით. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.