საახალწლო პრემიებს ქუთაისის მერიაში მხოლოდ ტექნიკური პერსონალი მიიღებს

საახალწლო პრემიებს ქუთაისის მერიაში მხოლოდ ტექნიკური პერსონალი მიიღებს

ქუთაისის მერიაში საახალწლოდ თანამშრომლებზე პრემიები არ გაიცემა. ქალაქის მერის, შოთა მურღულიას გადაწყვეტილებით, პრემიას მხოლოდ ტექნიკური პერსონალი მიიღებს (38 თანამშრომელი, ჯამში14.420 ლარი).

"ჩვენ საახალწლოდ არ გავცემთ პრემიებს. დანაზოგი მიმდინარე წელს აისახება სხვადასხვა კულტურული, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების დაფინანსებაში. მერიაში პრემია არ გაიცემა, ვიდრე შემუშავებული არ იქნება ახალი წესი, რომლის მიხედვით საჯარო მოხელე პრემიას დამსახურების მიხედვით მიიღებს", - განაცხადა შოთა მურღულიამ

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქუთაისის მერიაში საჯარო მოხელეებზე პრემია არ გაცემულა.