საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა ე.წ. მე-13 ხელფასი დღის ბოლომდე უნდა მიიღონ

საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა ე.წ. მე-13 ხელფასი დღის ბოლომდე უნდა მიიღონ

თბილისის მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომლები ე.წ. მე-13 ხელფასს დღის ბოლომდე მიიღებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

"ინტერპრესნიუსს" საბავშვო ბაღების რამდენიმე აღმზრდელი დაუკავშირდა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათ დაპირებული მე-13 ხელფასი ჯერ არ ჩარიცხვიათ. ამასთან დაკავშირებით, "ინტერპრესნიუსს" ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს თანხა დღის ბოლომდე ჩაერიცხებათ.

დედაქალაქის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ 12 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული დაახლოებით 17 000 ადამიანი საახალწლოდ მე-13 ხელფასს მიიღებდა.

მისი ინფორმაციით, წინასაახალწლო პერიოდში მე-13 ხელფასს მიიღებდნენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, "თბილსერვისჯგუფის" თანამშრომლები, ჯამში დაახლოებით 17 000 ადამიანი.