გროზნოს სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ექვსი წელი მიუსაჯა

გროზნოს სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ექვსი წელი მიუსაჯა

გროზნოს სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის ბესლან წინწალაშვილს. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ბესლან წინწალაშვილი ჩეჩნეთში ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით გაასამართლეს. მას ბრალი დასდეს ჩეჩნეთის ორი მოქალაქის სირიაში გადაყვანისა და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სხელმწიფოს" სასარგებლოდ ბრძოლის გამო. 

ჩეჩნეთის პროკურატურის განცხადებით, ბესლან წინწალაშვილი ჩეჩენ მოქალაქეებს უცხოეთის პასპორტის დამზადებას და საქართველოდან სირიაში გადაყვანას დაჰპირდა.