პეტრო პოროშენკომ ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა

პეტრო პოროშენკომ ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა. უკრაინული მედიის ცნობით, როგორც კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე პეტრო პოროშენკომ განაცხადა, უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსის თაობაზე 2010 წელს მიღებული კანონი სტრატეგიული და კარდინალური შეცდომა იყო, რომელმაც უკრაინის არმია განადგურებამდე მიიყვანა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინაში ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სახალხო რეფერენდუმი სახელმწიფოს რეფორმირების შედეგად ჩატარდება. მისივე თქმით, 5-6 წელი დასჭირდება უკრაინაში ისეთი რეფორმების გატარებას, რომ ქვეყანამ ნატო-სა და ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილოს.