"ნაციონალების" ინიციატივა პარლამენტში ინიცირებულია

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ქართველი მოხალისეების ოჯახებისთვის სოციალური გარანტიების შემოღების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

კანონის პროექტით, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარანტიები იმ სამოქალაქო პირების – მოხალისეების ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდნენ.

კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ავტორი კი ლევან ბეჟაშვილია.