დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილს ახალ წელს ულოცავს

დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილს ახალ წელს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარის მისალოც ბარათს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გოგა ხაჩიძე ავრცელებს და აღნიშნულს სწორ და კარგ ნაბიჯად აფასებს.

„გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ახალ 2015 წელს! დაე, ეს ახალი წელი იყოს წარმატებისა და სიკეთის მომტანი თქვენთვის, თქვენი ოჯახისა და სრულიად საქართველოსთვის“, - აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

როგორც დავით უსუფაშვილის თანაშემწე ბექა დავითულიანი განმარტავს, საახალწლო მილოცვა ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის ხელმძღვანელს გაეგზავნა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა და ამაში უცნაური არაფერია.