მინისტრმა გეგუთის N14 დაწესებულების თანამშრომლებს ახალი დირექტორი წარუდგინა

მინისტრმა გეგუთის N14 დაწესებულების თანამშრომლებს ახალი დირექტორი წარუდგინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვია და სისტემის თანამშრომლებს დაწესებულების ახალი დირექტორი, ზურაბ ფერაძე  წარუდგინა.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მისი დიდი სურვილია, სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებასთან დაკავშირებული სტერეოტიპი საბოლოოდ დაამსხვრიოს და N14 დაწესებულება დასავლურ სტანდარტებს დაუახლოოს.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორების დღევანდელი წარდგენა, უწყების ღიაობის უპრეცედენტო მაგალითია. აქამდე, როგორც წესი, ეს ადამიანები საზოგადოებისთვის უცნობები იყვნენ, თუმცა, თქვენ თავად ხედავთ, რომ მიდგომები იცვლება და იცვლება სისტემის გამჭვირვალობის სასარგებლოდ“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ახალი დირექტორის წარდგენის შემდეგ, მინისტრმა დაწესებულების სასადილო დაათვალიერა, სადაც სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. შეხვდა მსჯავრდებულებს და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო.