იტალიური მედიის ცნობით,

იტალიური მედიის ცნობით, "ნორმან ატლანტიკზე" გადარჩენილი ოთხი ბავშვიდან ერთი ქართველია

ბორან "ნორმან ატლანტიკიდან" იტალიის ქალაქ ბარიში ჩაყვანილთაგან ოთხი ბავშვია, მათ შორის - ერთი ქართველი. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

იტალიელი ადმირალის, ჯოვანი დი ტულიოს განცხადებით, ბავშვებს სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.

ბოლო მონაცემებით, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. ყველა მათგანი საბერძნეთის მოქალაქე იყო.

იტალიაში საქართველოს ელჩის, კახა სიხარულიძის ინფორმაციით, მათ ხელს არსებული ბოლო ცნობებით, ცეცხლმოკიდებულ ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი საქართველოს რვა მოქალაქიდან ექვსი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროზე, იტალიურ ბორან "ნორმან ატლანტიკს" ცეცხლი გუშინ გაუჩნდა.