შორს ნამდვილად არ მივდივარ

შორს ნამდვილად არ მივდივარ

კოტე კუბლაშვილი არ აკონკრეტებს, სად გააგრძელებს მუშაობას უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, თუმცა ამბობს, რომ სასამართლოს სფეროსთან ახლოს გააგრძელებს საქმიანობას. ამის შესახებ კუბლაშვილმა დღეს, 10-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეთავაზებები აქვს უცხოეთიდანაც.

"შორს ნამდვილად არ მივდივარ, მაქვს გარკვეული შემოთავაზებები უცხოეთიდანაც. ადგილობრივ აკადემიურ წრეებშიც შემიძლია, რომ გარკვეული ადგილი ვნახო. ასე, რომ აქედან შორს არ ვიქნები და თქვენ შეგეძლებათ, რომ მუდმივად გქონდეთ ჩემთან კონტაქტი", - მიმართა ჟურნალისტებს კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება.