როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, სააპელაციო სასამართლომ საჩივრის დასაშვებობის საკითხი საჩივრის მიღებიდან, 24 საათიან ვადაში უნდა გადაწყვიტოს.
ადვოკატების შუამდგომლობა, სადაც 5 ბრალდებულის თავდებობით გათავისუფლება იყო მოთხოვნილი, საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად სცნო. სწორედ აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა დღეს, სააპელაციო სასამართლოში.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს თავდებში 40-მდე ცნობილი პირი, მათ შორის პარლამენტარები და ხელოვანები უდგებიან.