ზოგიერთი თანამდებობის პირის სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აღარ განიხილავს

ზოგიერთი თანამდებობის პირის სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აღარ განიხილავს

ჩხრეკისა და ამოღების წესი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ახლებურად განისაზღვრება, - აღნიშნულს ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

ცვლილებებით ხდება საპროცესო მოქმედებასთან - ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული პროცედურების დახვეწაც, დეტალურად განისაზღვრება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნიმუშის აღების წესი.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

აგრეთვე, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირების სისხლის სამართლის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აღარ განიხილავს.

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების" შესახებ კანონპროექტის ავტორები არიან მანანა კობახიძე, დავით საგაენლიძე, გედევან ფოფფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და თამაზ ავდალიანი.