სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პენიტენციურ დეპარტამენტად გარდაიქმნება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პენიტენციურ დეპარტამენტად გარდაიქმნება

სასჯელაღსრულების ძირითადი ორგანო - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პენიტენციურ დეპარტამენტად გარდაიქმნება, - სამინისტროს სტრუქტურის ახლებურად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული კანონის პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

გარდა ამისა, ”პატმრობის კოდექსში” შესატანი ცვლილებების მიხედვით, სამინისტრო იყოფა ორ მიმართულებად: სამოქალაქო სამსახურად და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად. პენიტენციურ სამსახურში ერთიანდებიან პენიტენციური დაწესებულებები და დანაყოფები, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ არის დაკავშირებული სასჯელის აღსრულებასთან.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, უქმდება სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია. გარდა ამისა, ზუსტდება ცალკეული სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხები, აგრეთვე კანონპროექტი ითვალისწინებს რეორგანიზაციასა და სამართალმემკვიდრეობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.

კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად ბიუროს სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განისაზღვა.

საკანონმდებლო ინიციატივა 41 კანონში ცვლილებებს გულისხმობს.