ადრიატიკის ზღვაში ბორანზე მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი

ადრიატიკის ზღვაში ბორანზე მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი იტალიაში საქათველოს ელჩს კახა სიხარულიძეს ესაუბრა. ბოლო ინფორმაციით საბერძნეთის სანაპიროსთან ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი 478 მგზავრიდან საქართველოს რვა მოქალაქე იყო.

კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, საქათველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ქართველი, ფეხმძიმე ქალბატონი, ქალაქ ბარის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს სამაშველო - სამძებრო სამუშაოები. ამ დროისთვის ვერ დგინდება ერთ-ერთი ქართველი მგზავრის ადგილსამყოფელი, თუმცა ელჩი არ გამორიცხავს, რომ იმ გადარჩენილ მგზავრებს შორის არის, რომლებიც ალბანეთისა და საბერძნეთის ტერიტორიებზე მაშველებმა გადაიყვანეს. როგორც ცნობილია სამაშველო ოპერაციაში საბერძნეთის, იტალიისა და ალბანეთის სამაშველო სამსახურები ერთობლივად მონაწილეობენ.

ადრიატიკის ზღვაში, 28 დეკემბერს გამთენიისას საბერძნეთის სანაპიროსთან ბორან "ნორმან ატლანტიკზე" ხანძარი გაჩნდა.

"სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი მუდმივ კონტაქტში იმყოფება იტალიის სამოქალაქო თავდაცვისა და კრიზისების მართვის დირექტორატთან. ამ პროცესში ასევე ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე",-ნაYქვამია კრიზიესების მართვის საბჭოს ინფორმაციაში.