ალექსი პეტრიაშვილი პრემიერისგან პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს

ალექსი პეტრიაშვილი პრემიერისგან პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს

მოვითხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, დადგეს იმ პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შანტაჟი წამოიწყეს.

როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებისთვის დროულად უნდა გახდეს ცნობილი ისიც, თუ რატომ იმყოფებიან ამ დრომდე პატიმრობაში "სრულიად უდანაშაულო ადამიანები".

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავიდან ბოლომდე არის საქმის კურსში ამ საქმის არსის შესახებ. ის ასევე არის პასუხისმგებელი მთავარი პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით, ამიტომ მე ვთხოვ, მე მოვითხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, დადგეს პასუხისმგებლობა იმ პროკურორებისა, რომლებმაც წამოიწყეს ეს შანტაჟი და დროზე გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი, რატომ არიან ჩემი ღრმა რწმენით უდანაშაულო ადამიანები ამ დრომდე პატიმრობაში", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.