ინტერპოლის გადაწყვეტილება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების საგანი ვერ გახდება

ინტერპოლის გადაწყვეტილება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების საგანი ვერ გახდება

ინტერპოლის გადაწყვეტილება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების საგანი ვერ გახდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განცხადა.

"წითელი ცირკულარით პირის ძებნას ახორციელებს ინტერპოლი. აქედან გამომდინარე ინტერპოლის გადაწყვეტილებაზე შეიძლება გამოითქვას სხვადასხვა შეფასებები, მაგრამ ინტერპოლის გადაწყვეტილება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების საგანი ვერ გახდება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პროკურატურის მიმართვა ინტერპოლის გენერალური სამდივნოსადმი, სააკაშვილთან დაკავშირებით წითელი ცირკულარით ძებნის დაწყებაზე, წარმატებული იქნება.