კუბლაშვილი ისურვებდა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განვითარება გააგრძელოს

კუბლაშვილი ისურვებდა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განვითარება გააგრძელოს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ისურვებდა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განვითარება გააგრძელოს, თუმცა მიაჩნია, რომ მისი უფლებამოსილების გაფართოება მისაღები არ არის.

უფლებამოსილების გაზრდის შემთხვევაში, კუბლაშვილის თქმით, ეს სისტემა და თავად სასამართლო ვერ შეძლებს ტვირთის აღებას და ბევრ პრობლემას წავაწყდებით.

"ჩამოიშლება ყველაფერი, რაც კი გაკეთებულა, რადგან წელიწადში 10 ათასი სისხლის სამართლის საქმე როცა იხილება, ყველა თუ გავიდა ნაფიც მსაჯულთა იურისდიქციაში, ეს ვერასოდეს ვერ განხორციელდება და ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ იქნება. 258 კი არა, 560 მოსამართლეც ვერ ეყოფა ამას. მეორე მხრივ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნდა იყოს, რადგან სასამართლოსთვის კარგი მექანიზმია, ხალხი პირდაპირ მონაწილეობს მართლმსაჯულებაში, ასევე თავად მოქალაქეებისთვის არის ძალიან კარგი საშუალება, რომ მათ პასუხისმგებლობა აიღონ და ეს ისწავლონ. მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი", - განაცხადა კუბლაშვილმა.