ჩვენი გზავნილია, უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს მომავალს და არა - წარსულს

ჩვენი გზავნილია, უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს მომავალს და არა - წარსულს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, საქართველოში ჩვენი პარტნიორებისადმი გზავნილია, უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს მომავალს და არა - წარსულს.

ეს კომენტარი ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს "ექსპო-ჯორჯიას" მე-3 პავილიონში ჟურნალისტებთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორწლიანი ანგარიშის შემდეგ გააკეთა.

ნიკოლას ბერლინერმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პროკურატურის მიმართვასთან დაკავშირებით ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთვის, რომლითაც პროკურატურა სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის დაწყებას ითხოვს.

"არ ვიცი, ამ განცხადების შესახებ, მაგრამ შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ და ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს ამ კუთხით. ჩვენი გზავნილი უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ამ კუთხით ჩვენი პარტნიორებისადმი იყო, მეტი ყურადღება დაეთმოს მომავალს და არა - წარსულს", - აღნიშნა ნიკოლას ბერლინერმა.