სერგეენკო აცხადებს, რომ მის პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს

სერგეენკო აცხადებს, რომ მის პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით, კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებს "ექსპო-ჯორჯიას" მე-3 პავილიონში სამინისტროს ორწლიანი ანგარიშის დაწყებამდე განუცხადა.

"ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, იმ მთავრობის, რომელიც არის ერთიანი, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი. შესაბამისად, ამ მხრივ, არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს და მთავრობა აგრძელებს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მუშაობას", - აღნიშნა ფაქტის კომენტირებისას დავით სერგეენკომ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო შეცვლის.