კომიტეტში შესული მიმართვებიდან, რეაგირების თვალსაზრისით, აქტიური სასჯელაღსრულების სამინისტრო იყო

კომიტეტში შესული მიმართვებიდან, რეაგირების თვალსაზრისით, აქტიური სასჯელაღსრულების სამინისტრო იყო

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში შესული მიმართვებიდან, რეაგირების თვალსაზრისით, ყველაზე უფრო აქტიური სასჯელაღსრულების სამინისტრო იყო. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მონაცემებით, კორესპოდენციების დაახლოებით 39% სწორედ აღნიშნულ უწყებაში გადაიგზავნა და ყველაზე მეტი პასუხი, მათ შორის დადებითი გადაწყვეტილება, სასჯელაღსულების მინისტროდან არის მისული.

მისივე თქმით, კომიტეტის საქმიანობის პროცესში აქტიური რჩება მთავარი პროკურატურა.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გაზრდილია სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების სტატისტიკა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში დღეს არასამთავრიბო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და უფლებათადამცველებს წარუდგინა.

კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ 2015 წელი ქალთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდეს.