"აჭარაბეთთან" ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

თბილისში, "აჭარაბეთის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმის სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებენ.