გიორგი მღებრიშვილმა ბათუმის ციხის ახალი დირექტორი წარადგინა

გიორგი მღებრიშვილმა ბათუმის ციხის ახალი დირექტორი წარადგინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმის # 3 დაწესებულების დირექტორი წარადგინა. ბათუმის ციხეში შეკრებილ თანამშრომლებს მინისტრმა ციხის დირექტორის პოსტზე კახა გველესიანის დანიშვნის შესახებ აცნობა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, კახა გველესიანი ბოლოს მუშაობდა # 2 დაწესებულებეში დირექტორის მოადგილედ და იმედი აქვს, რომ ბათუმის # 3 დაწესებულების დირექტორის პოსტზე წარმატებით იმუშავებს.

წარდგენას ესწრებოდა ბათუმის ციხის ყოფილი უფროსი ალექსანდრე პეტროსიანი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ ციხეს ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, სად დასაქმდება პეტროსიანი.