ნანუაშვილი 2014 წელს წარმოჩენილ ყველაზე დიდ პრობლემად ქალთა მიმართ ძალადობას მიიჩნევს

ნანუაშვილი 2014 წელს წარმოჩენილ ყველაზე დიდ პრობლემად ქალთა მიმართ ძალადობას მიიჩნევს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებათა სფეროში 2014 წელს წარმოჩენილ ყველაზე დიდ პრობლემად ქალთა მიმართ ძალადობას ასახელებს.

როგორც ნანუაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ქალთა წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობამ 2014 წელს ტენდენციის სახე მიიღო. მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა საპატიმრო დაწესებულებებში არასათანადი მოპყრობის ფაქტებს და მათზე არასათანადო რეაგირებას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან.

ნანუაშვილი რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევბს ძირითად მუსლიმი თემის მიმართ ჰქონდა ადგილი.

სახალხო დამცველის შეფასებით, ასეთ შემთხვევებზე სახელისუფლო ორგანოების მხრიდან არასათანადო რეაგირებას ჰქონდა ადგილი.

გარდა ამისა, უჩა ნანიაშვილი 2014 წლის პრობლემად ასახელებს საჯარო სექტორში განხორციელებულ გათავისუფლებებს.

"ეს ყველაფერი ის ძირითადი პრობლემებია, რომლებიც 2014 წელს ტენდენციის სახით გამოიკვეთა", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი