ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი ინიციატივით გამოდის, 2015 წელი ქალთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდეს

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი ინიციატივით გამოდის, 2015 წელი ქალთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდეს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მოქალაქეთა მომართვიანობის თვალსაზრისით ლიდერი კომიტეტია, - ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომელიც კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და უფლებადამცველებს აბარებს. ღონისძიებაში მონაწილეობს სახალხო დამცველი.

ეკა ბესელიას განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში კომიტეტემა 11 300-ზე მეტი განცხადება განიხილა. მომზადდა 141 დასკვნა.

"მიმდინარე წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროგრესული იყო, არის სიახლეები აღმასრულებელი უწყებების საპარლამენტო კონტროლის კუთხით და მთავრობის ანგარიშვალდებულების მიმართულებით. არის გამოწვევბიც და მომავალი წლის პრიოროტეტი იქნება კომიტეტის მუშაობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, იგეგმება მართლმსაჯულების, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფირმირება, რაშიც კომიტეტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ 2015 წლის ქალთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდეს.

შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს.