ბორან

ბორან "ნორმან ატლანტიკიდან" ევაკუირებული მგზავრები გადაჰყავდა, ქალაქ ბარიში ჩავიდა

იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი, რომელსაც ბორან "ნორმან ატლანტიკიდან" ევაკუირებული მგზავრები გადაჰყავდა, იტალიის ქალაქ ბარიში ჩავიდა.

"ასოშიეითიდ პრესის" ბოლო მონაცემებით, ბორანზე კვლავ რჩება 188 ადამიანი. მაშველებმა ამ დროისთვის 290 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იტალიაში საქართველოს კონსულმა ვახტანგ ანდღულაძემ განუცხადა, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე 8 ქართველი იმყოფებოდა, რომელთაგან ამ დრომდე სამის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.

ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან, ბორანზე გაჩენილ ხანძარს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა. ბორანზე 478 მგზავრი იმყოფებოდა.

ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროზე, იტალიურ ბორან "ნორმან ატლანტიკს" ცეცხლი გუშინ გაუჩნდა.