რამზან კადიროვი - დასავლეთისგან ვლადიმერ პუტინს ჩეჩენი მოხალისეები დაიცავენ

რამზან კადიროვი - დასავლეთისგან ვლადიმერ პუტინს ჩეჩენი მოხალისეები დაიცავენ

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, დასავლეთისგან ვლადიმერ პუტინს ჩეჩენი მოხალისეები დაიცავენ. "ჩეჩენი მოხალისეები მზად არიან შეასრულონ ნებისმიერი სირთულის სამხედრო დავალება, რათა რუსეთი დასავლეთის აგრესიისგან დაიცვან", - განაცხადა რამზან კადიროვმა გროზნოში, ჩეჩენი მოხალისეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. 

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ამერიკამ და ევროპამ რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადეს, რათა ქვეყანაში ქაოსი, პანიკა, მასობრივი არეულობა შექმნან. 

"მაგრამ რუსი ხალხი გაერთიანდა თავისი ლიდერის ვლადიმერ პუტინის გარშემო, ჩეჩენ ხალხს კი ამ ერთიანობაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია", - განაცხადა რამზან კადიროვმა.