გიორგი ბადაშვილი - ჩემს საქმიანობაში ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხულია

გიორგი ბადაშვილი - ჩემს საქმიანობაში ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხულია

საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი მის საქმიანობაში ყოველგვარ პოლიტიკურ მოტივაციას გამორიცხავს. ამის შესახებ ბადაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ოპონენტების ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოლიტიკური დევნაა და პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. 

"მტკიცებულებებს საბოლოოდ სასამართლო აფასებს. მხოლოდ სასამართლოს შეუძლია თქვას, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები ვინმეს ბრალეულობის დასადასტურებლად და ამა თუ იმ პირის დამნაშავედ გამოსაცხადებლად. დღეს ჩვენ გვაქვს მერაბიშვილისა და ბაჩანა ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენები, რაც მიუთითებს, რომ მტკიცებულებები არსებობს. ხაზს ვუსვამ – ჩემს საქმიანობაში ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხულია", - განაცხადა ბადაშვილმა.