ბორან

ბორან "ნორმან ატლანტიკზე" 250-ზე მეტი ადამიანის გადარჩენის სამუშაოები გრძელდება

მაშველები იტალიური ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი 250-ზე მეტი ადამიანის გადარჩენას  ცდილობენ. ”ბიბისის" ინფორმაციით, მიუხედავად ძლიერი ქარისა და ტალღებისა, სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, ბორანზე მყოფი 478 ადამიანიდან 221-ი უკვე ევაკუირებულია. ბოლო ცნობებით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ერთი კი - დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, ბორანიდან უკვე ევაკუირებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე. იტალიაში საქართველოს ელჩის, კახა სიხარულიძის განცხადებით, ბორანზე საქართველოს შვიდი მოქალაქედან ორი რჩება, რომელთა შორისაც ერთ-ერთია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია. 

ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროზე იტალიურ ბორან "ნორმან ატლანტიკს" ცეცხლი გუშინ გაუჩნდა.