სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

"ბერი ანდრიას სახელობის ფონდმა" მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა. "ბავშვების წერილების თოვლის ბაბუამდე მიტანა საახალწლოდ ფონდის მენეჯმენტმა მეგობრების დახმარებით შეძლო, ბავშვების ყველა ოცნება აასრულა თოვლის ბაბუამ! შორეული ლაპლანდიიდან ჩამოუტანა ფონდის ბავშვებს სხვადასხვა სახის სათამაშოები, ველოსიპედები, კომპიუტერული და ფოტო-ვიდეო ტექნიკა. არც ტკბილეული დავიწყნია - უამრავი ხილით, შოკოლადით და ორი უზარმაზარი, საახალწლოდ მორთული უგემრიელესი ტორტით ხელდამშვენებული ეახლა ფონდის სასტუმრო-სარეაბილიტაციო სახლს. ქარმა ვერ შეუშალა ხელი ფოიერვერკს - ესეც თოვლის ბაბუას საჩუქარი გახლდათ", - აცხადებენ "ბერი ანდრიას სახელობის ფონდში".

ფონდი მადლობას უხდის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებს და ფონდის მეგობრებს თოვლის ბაბუას დახმარებისთვის.