ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ანგარიშის პრეზენტაცია ხვალ, 12:00 საათზე სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გაიმართება.
პარლამენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიწვეულ სტუმრებს და მედიის წარმომადგენლებს 2014 წლის განმავლობაში კომიტეტის მიერ გაწულ საქმიანობას, კომიტეტში საკანონმდებლო ინიციტივებს, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობის ასევე მონიტორინგის შედეგებს დეტალურად გააცნობენ.
პრეზენტაციაზე მიწვეული არიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და სახალხო დამცველი. შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებიც დაესწრებიან.
ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია მოეწყობა.