საფრანგეთის ალპებში 15 000 ავტომობილი ჩაიხერგა, არის მსხვერპლიც

საფრანგეთის ალპებში 15 000 ავტომობილი ჩაიხერგა, არის მსხვერპლიც

დიდთოვლობის გამო პოპულარული სათხილამურო კურორტისკენ მიმავალ გზაზე მძღოლები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ტურისტებისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საკუთარი მანქანები დაეტოვებინათ,  ხელისუფლებამ 12 ქალაქში თავშესაფრები მოაწყო. მათ შორის, თავშესაფრები გაიხსნა სკოლებსა და  სპორტულ ცენტრებში.  მკაცრი ყინვის გამო 27 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომლის მანქანაც ხრამში გადავარდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მძღოლებს მაქსიმალური ყურადღებისკენ და თუ შესაძლებელია, მგზავრობის გადადებისკენ მოუწოდა. რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  მათ სამაშველო გეგმა აამოქმედეს, რომლითაც ჩახერგილ დამსვენებლებს დანიშნულების ადგილამდე მიღწევაში დაეხმარებიან. 

საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურები აცხადებენ, რომ  უფრო ძლიერი თოვა და ყინვაა მოსალოდნელი.