კვიტაშვილმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული მედიკამენტების ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებლად საქართველოს მთავრობა დაასახელა

კვიტაშვილმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული მედიკამენტების ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებლად საქართველოს მთავრობა დაასახელა

უკრაინამ ჰუმანიტარული დახმარების სახით 10 მილიონ გრივნაზე მეტი ღირებულების მედიკამენტები მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა , ალექსანდრე კვიტაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ძირითადი მიმწოდებლები იყვნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოს მთავრობა, გაერო-ს ფონდი უკრაინაში და ადგილობრივი მწარმოებლები.

კვიტაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ უკრაინაში გაგზავნა 5 მილიონი უკრაინული გრივნას ღირებულების მედიკამენტები, ინსულინი, ვაქცინები, დიალიზის მასალები და სხვა სახის სამედიცინო მასალები.

როგორც კვიტაშვილმა აღნიშნა, საერთო ჯამში, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ 40 მილიონი გრივნას ღირებულების სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. მისივე ინფორმაიცით, დეკემბერ-იანვარში, უკრაინას გლობალური ფონდი აივ-ინფექციით ინციფირებული ბავშვებისთვის მედიკამენტებს და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებს გადასცემს, რომელთა ღირებულება 6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე "იუნისეფის" მეშვეობით შეიძენენ 3,5 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების ვაქცინას.