პარლამენტის საშემოდგომო და რიგგარეშე სესიების დახურვის მიუხედავად, ხვალ ბიუროს წევრები სხდომას გამართავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, შესულია რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა და ბიუროს სხდომაც მათი ინიცირების მიზნით არის მოწვეული.
პარლამენტის ბიუროს სხდომა 15:00 საათზე, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში გაიმართება.