კიევში აქტივისტების ერთმა ნაწილმა რადაში შეჭრა სცადა, მეორე ნაწილმა აქცია პრემიერის სახლთან გამართა

კიევში აქტივისტების ერთმა ნაწილმა რადაში შეჭრა სცადა, მეორე ნაწილმა აქცია პრემიერის სახლთან გამართა

კიევში, ე.წ. ფინანსური მაიდანის აქტივისტებმა უკრაინის რადაში შეჭრა სცადეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მათ ამის საშუალება შენობის წინ განლაგებულმა პოლიციის კორდონმა არ მისცა.

აქტივისტებმა რადას შენობის პიკეტირება დღეს დილიდან დაიწყეს. რამდენიმე ასეული აქტივისტი მთავრობის საგადასახადო პოლიტიკას აპროტესტებდა, ასევე ითხოვდნენ კომერციულ ბანკებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას.

დღესვე აქცია გაიმართა უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის სახლთან. ამჯერად, აქციის მონაწილეები "ავტომაიდანის" აქტივისტები იყვნენ. მათ არსენი იაცენიუკს ის დაპირებები შეახსენეს, რომელიც რეფორმებს ეხებოდა. აქციის მონაწილეებმა პრემიერის სახლთან შემდეგი სახის პლაკატები გააკრეს: "რეფორმები, ან შუბლში ტყვია!", "იმოქმედე, თორემ მოთმინება მთავრდება" და ა.შ.