Air Asia –ის კიდევ ერთს თვითმფრინავს შეექმნა ტექნიკური პრობლემა

Air Asia –ის კიდევ ერთს თვითმფრინავს შეექმნა ტექნიკური პრობლემა

მალაიზიური ავიაკომპანია Air Asia –ის კიდევ ერთმა თვითმფრინავმა, დღეს, ტექნიკური პრობლემის გამო იძულებითი დაშვება განახორციელა. როგორც უცხოური მედია წერს, თვითმფრინავს პრობლემა მაშინ შეექმნა, როდესაც მალაიზიაში, შიდა რეისს ასრულებდა. "ავიაკომპანიის Air Asia ავიარეისი AK6242 ტქნიკური პრობლემების გამო უკან დაბრუნდა", - წერს მალაიზიური გაზეთი New Straits Times.

მალაიზიური ავიაკომპანია "ეარ აზიას" კიდევ ერთი თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურისკენ მიფრინავდა, დღეს რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 155 მგზავრია, ხოლო შვიდი - თვითმფრინავის ეკიპაჟი. მგზავრებს შორის 16 ბავშვია, მათ შორის ერთი ჩვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ლაინერთან კავშირი გაწყდა, თვითმფრინავი ოკეანის თავზე იმყოფებოდა.

რაც შეეხება ავიაკომპანიას, Air Asia 1994 წელს ჩამოყალიბდა. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნული კომპანიის არც ერთი თვითმფრინავი არ დაუკარგავს და ერთ-ერთ ეფექტურ, სწრაფად განვითარებად იაფ ავიაკომპანიად ითვლება.