იტალიაში ორი სავაჭრო გემის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაკარგულად ითვლება

იტალიაში ორი სავაჭრო გემის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ადრიატიკის ზღვაში, იტალიის ქალაქ რავენას პორტთან, ორი სავაჭრო გემი ერთმანეთს შეეჯახა. უცხოური მედიის ინფორმაციით, 11 ადამიანი დაკარგულად ითვლება. შეჯახების შედეგად, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ჩაიძირა. მეორე ბორანი კი ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოს, ბელიზის დროშით ქვეშ მიცურავდა. წინასწარი ინფორმაციით, გემების შეჯახების მიზეზი ცუდი ხილვადობა გახდა.

11 მგზავრი თურქეთის დროშით მცურავი გემიდან დაიკარგა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.