ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქართული სახელმწიფოს ინტერსესს

ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქართული სახელმწიფოს ინტერსესს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, უნდა ემსახურებოდეს ქართული სახელმწიფოს ინტერესს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა, როდესაც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩეჩნეთის მთავრობა რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩნეთის გავლით რკინიგზის მშენებლობის გეგმასაც განიხილავს.

"ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ქართული სახელმწიფოს უნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერსესს.

შესაბამისად, თუ ამ თემაზე იქნება მოლაპარაკება, ეს იქნება განხილვის საგანი და ამის თაობაზე საზოგადოება გაიგებს", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩეჩნეთის მთავრობა რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩნეთის გავლით რკინიგზის მშენებლობის გეგმასაც განიხილავს. ამ საკითხზე კადიროვმა იმ კითხვის პასუხად ისაუბრა, რომელიც ითუმ-ყალედან საქართველოში საავტომობილო გზის მშენებლობის პერსპექტივებს უკავშირდება. კადიროვის განცხადებით, მანამდე სატრანსპორტო მაგისტრალების მშენებლობას მიხეილ სააკაშვილის პიროვნება უშლიდა ხელს.

"სააკაშვილი ცოტა ხნის წინ წავიდა, მაგრამ მისი "ნასხლეტები" საქართველოში რჩება. ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვილაგებია საქართველოსთან ურთიერთობები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ქართველი ხალხი მოაგვარებს ჩვენთან კეთილ და ძმურ ურთიერთობას და მაშინ დაიწყება გზების მშენებლობა, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა", - განაცხადა კადიროვმა.