საბერძნეთის სანაპიროსთან ბორანი იწვის, რომელზეც დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფება

საბერძნეთის სანაპიროსთან ბორანი იწვის, რომელზეც დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფება

საბერძნეთის სანაპიროსთან ბორანი იწვის, რომელზეც დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფება. უცხოური მედიის ინფორმაციით , სამგზავრო ბორანს Norman Atlantic საბერძნეთის კუნძულ კერკირასთან ახლოს გაუჩნდა ცეცხლი. 

ცეცხლმოკიდებული ბორანიდან 400-ზე მეტი მგზავრის გადმოყვანას სამაშველო ნავებით ცდილობენ, თუმცა ყველასთვის ადგილი არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე მზგავრი წყალში გადახტა და ამ გზით ცდილობს თავის გადარჩენას. ადგილზე დასახმარებლად სამი გემია გაგზავნილი. 

ინციდენტი დღეს დილით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი იმ ადგილას გაჩნდა, რომელიც ბორანზე ავტომობილებისთვის იყო გამოყოფლილ. 
500-მდე ადამიანიდან 411 მგზავრია, 56 კი ეკიპაჟის წევრი. 

Norman Atlanticიტალიის დროშის ქვეშ მცურავი ბორანია. ის საბერძნეთის იღუმენიცას პორტიდან გამოვიდა და იტალიის ქალაქ ანკონას პორტისკენ მიემართებოდა. ეკიპაჟის წევრები იტალიელები არიან.