ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, რესტორან

ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, რესტორან "ბაგრატიონში" ივანიშვილთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილი და დავით უსუფაშვილიც იმყოფებოდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუკრი ქანთარიას ინფორმაციიით, რესტორან "ბაგრატიონში" გუშინ გამართული შეხვედრა წინასაახალწო განწყობის იყო და ისინი პოლიტიკური საკითხების განხილვის მიზნით არ შეკრებილან. 

დეპუტატის თქმით, რესტორან "ბაგრატიონში" ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავრობის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები.
 

" პოლიტიკური საკითხების განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების მიზნით არ შევკრებილვართ. ეს იყო წინასაახალწლო შეხვედრა, ჩვენ ერთად ორი წელი გამოვიარეთ და ამ გამოვლილ პერიოდზე ვისაუბრეთ", _განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნუკრი ქანთარიამ. 

დეპუტატი ირწმუნება, რომ ურავლესობის წევრებს ივანიშვილისთვის არც პოლიტიკაში დაბრუნება შეუთავაზებიათ და არც რაიმე მნიშვნელოვან საკადრო თუ სხვა ტიპის პოლიტიკურ საკითხზე უმსჯელიათ.