მინისტრები და დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს რესტორან

მინისტრები და დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს რესტორან "ბაგრატიონში" შეხვდნენ

კოალიცია "ქართული ოცნების" და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს რესტორან "ბაგრატიონში" შეხვდა . ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. 

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს თუ როგორ ტოვებდნენ მინისტრები და დეპუტატები რესტორანს. მათ შორის იყვნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უმრავლესობის ლიდერები დავით საგანელიძე და ზაქარია ქუცნაშვილი და სხვა დეპუტატები.